ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს „ხელფასიანი“ დეპუტატები
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში დამატებით  ხუთი თანამდებობა შეიქმნა. ამიერიდან ხუთივე ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები ყოველთვიურ ანაზღაურებას მიიღებენ.
ქუთაისის საკრებულომ უკვე დაამტკიცა ის თანამდებობის პირები, რომლებსაც ხელფასი დაენიშნება. ქუთაისის საკრებულოში,  ასეთი,  ოთხი "ქართული ოცნების"  და ერთი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი იქნება.

ფრაქცია "ქათული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ ელეონორა არჩაია დაინიშნა.

ამირან კოპალეიშვილი იქნება ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარის მოადგილე.

დავით წულეისკირი ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

"ქართული ოცნება -კონსერვატორების თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი იქნება, ხოლო ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილედ, ვალერი კლდიაშვილი აირჩიეს.

ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების ყოველთვიური ხელფასი 1200 ლარი იქნება. მათი წლიური სახელფასო ხარჯები კი  72 000 ლარს შეადგენს.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, მოადგილეები, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შეტანილი ცვლილების საფუძველზე დაენიშნათ.

ცვლილების შედეგად,  ქუთაისის საკრებულოს ხარჯები 54 000 ლარით გაიზარდა.



Print