ახალი ამბები
ოქროს ჩარდახი და ტურიზმის ცენტრი ერთ ააიპში გაერთიანდა
FaceBook
ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ოქროს ჩარდახი და ტურიზმის ცენტრი ერთ ააიპში გაერთიანდება.
ერთ ააიპად ჩამოყალიბდება "ქუთაისის სპორტისა სასახლის",  "ტაეკვანდოს სპორტული კლუბისა" და "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ააიპები. "ქუთაისის ბოტანიკური ბაღი" კი "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას" დაუქვემდებარეს.

საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, მერაბ მეშევლიანმა ააიპების გაერთიანების მიზნობირობის განმატება მოითხოვა.

"ეს ააიპები წლებია არსებობს. თქვენ რა პრობლემა ნახეთ, როცა გადაწყვიტეთ, რომ უნდა გაუქმებულიყო?. რა სარგებლობას მოუტანს ეს ქალაქს?",- განაცხადა მერაბ მეველიანმა. 

ქუთაისის ვიცე-მერის, იუზა უგულავას თქმით,  ძირითადად ის ორგანიზაციები გაერთიანდა, რომელთა დამოუკიდებლად არსებობა მიზანშეწონილი არ იყო.

"ეს რეალურად არის ორ კაციანი ააიპები და არ მიმაჩნია სწორად, რომ მათ ჰქონდეთ თავიანთი ცალკე ადმინისტრაცია. გაერთიანების მიუხედავად,  მათი იდეა დარჩება,  მაგრამ მმართველობის თანხები შემცირდება",--განაცხადა იუზა უგულავამ.





Print