ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი 19 ხმით დაამტკიცა.
ბიუჯეტის მიღების პროცესს არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციონერი დეპუტატები  ბიუჯეტს ნაჩქარევს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის არ ასახავს ქუთაისელების რეალურ საჭიროებებს.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს არც "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. დავით გოგისვანიძის თქმით, ისინი არ აპირებენ ასეთ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობის აღებას.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა როგორც კომისიებში, ასევე, მოსახლეობასა და არასამთავრობო სექტორთან სრულყოფილად მოხდა.

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 54 მილიონი ლარია.


Print