ახალი ამბები
ბაქოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მფლობელი ქუთაისელი მოჭიდავე გახდა
FaceBook
ბაქოს 2015 წლის ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი ქუთაისელი ბექა ლომთაძე გახდა.
ბექა ლომთაძე 1991 წელსაა დაბადებული და აქტიურ სპორტს 2005 წლიდან მისდევს. იგი ამჟამად 61 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ქუთაისელი სპორტსმენი უკვე არაერთი საერთაშორისო და ეროვნული ტურნირების გამარჯვებულია.
2015 წლის აპრილში ბექა ლომთაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ბაქოს ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის ლიცენზია მიიღო.
"ბაქოს ოლიმპიურ თამსშებზე ბექამ თავისი გამოსვლით აჩვენა მაღალი დონე. სამ შეხვედრაში მსოფლიოს უძლიერესი ფალავნები დაამრაცხა. ეს გვაძლევს იმედს, რომ მომავალში ოქროს მედლის მფლობელიც გახდება," - ამბობს ბექა ლომთაძის მწვრთნელი, თემურ მურღულია. ქუთაისელ მოჭიდავეს ასევე, მწვრთნელები კობა ახვლედიანი და რევაზ ჩაჩხიანი წვრთნიან.
მიმდინარე წლის სექტემბერში ბექა ლომთაძე ამერიკაში, ლას-ვეგასში მსოფლიო ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.
დეა მანაგაძე

Print