ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველსა და წითელ ხიდს შორის სასტუმროს შესაძლო აშენება გააპროტესტეს
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუსთაველსა და წითელ ხიდს შორის, მდინარე რიონის სანაპიროზე, სასტუმროს შესაძლო აშენება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა  პრემიერ - მინისტრისა და იმერეთის გუბერნატორის სახელზე ღია წერილი შეიტანეს.

"ეს ის ტერიტორიაა, სადაც წლების განმავლობაში ქალთა კლუბს გვქონდა გაშენებული ქალთა ხეივანი, სადაც ვრგავდით სხვადასხვა მცენარეს. დაუშვებელია ამ ადგილას რაიმე სახის მშენებლობა. ამიტომ შეგვაქვს ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და იმერეთის გუბერნატორის სახელზე, რომლითაც მოვითხოვთ აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვას", -  განმარტა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაკა ხეცურიანმა.

"თან ეს არის სანაპირო, ეს არის ხეივანი. ხომ შეიძლება რომ ადამიანებს მწვანე ზოლი დაგვიტოვონ იმისთვის რომ ჰაერი გქვონდეს", - ამბობს აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ქეთი ბერძენიშვილი.

პრემიერ-მინისტრისა და იმერეთის გუბერნატორის სახელზე შეტანილ ღია წერილს ორგანიზატორების თქმით, ქალაქში მოქმედი 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

აღნიშნულ ტერიროტიაზე სასტუმროს შესაძლო მშენბელობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისიპოსტის მიერ მოძიებული ინფორმაციით გახდა ცნობილი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ გ. ტაბიძის ქუჩაზე 151 კმ.მ მიწის ფართობი ქუთაისის მერიამ 2017 წლის 15 მარტს დაირეგისტრირა. აქედან, შვიდი თვის შემდეგ, 2017 წლის შვიდ ნოემბერს კი, გაასხვისა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორიის მესაკუთრეებად კახაბერ აბზიანიძე და გელა თოფურია არიან მითითებულნი. საჯარო რეესტრის მონაცემებითვე ირკვევა, რომ კახაბერ აბზიანიძე რამდენიმე კომპანიაში წილების მფლობელია. მაგალითად, შპს "რადო ოილში", რომელიც 2008 წელსაა რეგისტრირებული, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

ასევე, 100%-ით მას ეკუთვნის 2010 წელს რეგისტრირებული შპს "ბორანი". კომპანიაში "სპექტრი-7" 85%-აინი, ხოლო შპს "ნოკაში" 10%-იანი წილის მფლობელი გახლავთ.

კახაბერ აბზიანიძის შვილის, თამარ აბზიანიძის სახელზეა რეგისტრირებული შპს "სობრანო+", რომელიც 2014 წლის 9 ოქტომბერსაა რეგისტრირებული.


ამავე თემაზე:


ქუთაისში რუსთაველისა და წითელ ხიდს შორის, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს
Print