ახალი ამბები
ქუთაისი რგფ-დან ტრანსფერის სახით 8 მილიონს მიიღებს
FaceBook
ქუთაისის ვიცე-მერის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ტრანსფერის სახით რვა მილიონ ლარს მიიღებს. თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
"8 მილიონი იქნება სატრანსფერო თანხა და ამის ხარჯზე ბიუჯეტი გაიზრდება 62 მილიონამდე", - განაცხადა იუზა უგულავამ.

ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საკრებულოს დეპუტატებმა ქონების მართვისა და ეკონომიკის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. სხდომაზე გაირკვა, რომ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. შესაბამისი ინფორმაცია დეპუტატებს სხდომის ბოლოს, მას შემდეგ მიაწოდეს, რაც ეს ფრაქციების ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს.

ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტის განხილვის გადადებასაც ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფლდა, რის შემდეგაც, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 54 მილიონი ლარია.
Print