ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მომწესრიგებელი ააიპი შეიქმნება
FaceBook
ქუთაისის მერიაში საგზაო იფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ცალკე ააიპი შეიქმნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა ერქმევა ახალ ააიპს. თუმცა, უკვე განსაზღვრულია მისი ფუნქციები.

ახალ ააიპს გარე განათების, ქუჩების დახაზვის, შუქნიშნების მოწყობისა და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოების უზრუნველყოფა დაევალება.

ამ ფუნქციებს ადრე ააიპ "სპეციალური სერვისები" და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებდა.

ვიცე-მერის, იუზა უგულავას თქმით, ააიპის შექმნა ხარჯების დაზოგვის მიზნით მოხდება.

"ამით მოხდება თანხების ეკონომია და უფრო ეფექტურად ამ სფეროს მართვა", - განაცხადა იუზა უგულავამ.

ვიცე-მერის თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი იქნება ახალი ააიპის ბიუჯეტი.

იუზა უგულავას ინფორმაციით, უქმდება ქუთაისის ბოტანიკურის ბაღის ააიპი, რომელიც კულტურის ააიპ-ს დაექვემდებარება. ვიც-მერის თქმით, ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტი მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში შემცირდება.
Print