ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სატრანსპორტო კომპანია დააჯარიმა
FaceBook
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, სვლაგეზის თვითნებურად შეცვლის გამო N 200 მიკროავტობუსის გადამზიდავი კომპანია "სიტი ლაინი" 100 ლარით დააჯარიმა.
"მგზავრების სიმცირის მიზეზით ინფექციურ საავადმყოფოსთან არ შევიდა მიკროავტობუსი, რის გამოც დავაჯარიმეთ", - განმარტავენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში. 

ახალი სვლაგეზი ამ სამარშრუტო ხაზს 2015 წლის აპრილში, საკრებულოს გადაწყვეტილებით დაემატა.

კერძოდ, #200 მარჯვენა და #200 მარცხენა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ხიდის ნაცვლად, ფოთის ქუჩის გავლით ინფექციურ საავადმყოფოსთან უნდა მისულიყო. თუმცა, მძღოლები მგზავრების სიმცირის მიზეზით სლვაგეზს თვითნებურად ცვლიდნენ და საავადმყოფომდე არ მიდიოდნენ.

მსგავსი პრობლემა არსებობს ავანგარდის დასახლებაშიც, სადაც N 48 მიკროავტობუსები ხშირად შეცვლილი სვლაგეზით გადაადგილდებიან, თვითნებურად ცვლიან და ამცირებენ გრაფიკს.

ამ დარღვევების გამო, გასულ წელს N 48-ის გადამზიდავი კომპანია "ნიუ ტრანსპორტი" 2 ჯერ დააჯარიმა.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, სანებართვო პირობების დარღვევისა და სვლა-გეზის თვითნებურად შეცვლის გამო, გასულ წელს 69 საჯარიმო აქტი გამოიცა.





Print