ახალი ამბები
ქუთაისში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისში, სულხან-საბასა და ავტოქარხნის დასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. სულხან-საბას დასახლებაში ორსართულიანი ბაღის მშენებლობისთვის 452 582 ლარია განსაზღვრული, ხოლო  ავტოქარხანის დასახლებაში ბაღის მშენებლობისთვის 494 000 ლარი დაიხრჯება. თითოეული ბაღი 140 აღსაზრდელზეა გათვლილი.
სკოლამდელ დაწესებულებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს "ჯი-თი-აი 2007" და "გილომარი 2" აშენებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ქუთაისში ამ დროისთვის 35 საბავშვო ბაღის ფილილია, სადაც 9474 აღსაზრდელი სწავლობს.
Print