ახალი ამბები
მშენებლობები სავალდებულო საინფორმაციო დაფის გარეშე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში რამდენიმე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები საინფორმაციო დაფის გარეშე ხორციელდება.
სამშენებლო ტერიტორიაზე არ არის სპეციალური დაფა, სადაც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის ნომერი, მშენებლობის დაწყების, დასრულების დრო და მშენებლობასთან დაკავშირებული პირის საკონტაქტო ნომერი.

"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილების მიხედვით, სამშენებლო მოედანზე უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმადი საინფორმაციო დაფა.

მშენებლობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შემცველი დაფა გამოკრული არ არის ჭავჭავაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრისა და აკაკი წერეთლის უნივერისიტეტის ეზოში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო ტერიტორიაზე.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ობიექტებზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გავლენ და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ობიექტის მეპატრონეებს დააჯარიმებენ.


ჭავჭავაძის ქუჩა, ორსართულიანი  სავაჭრო ცენტრის მშენებლობა

"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ მთავრობის #57 დადგენილების" თანახმად, საინფორმაციო დაფის გარეშე მშენებლობის განხორციელებისთვის დამკვეთი 500-დან 1000 ლარამდე თანხით ჯარიმდება.

Print