ახალი ამბები
ქუთაისში კლდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშლა
FaceBook
უქიმერიონის მუნიციპალიტეტში, პეტრიძის ქუჩაზე კლდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა.
მიწის ჩამოშლა, ორდღიანმა წვიმიანმა ამინდებმა გამოიწვია.

მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ტერიტორიზე ქუთაისის ააიპ სპეციალური სერვისების თანამშრომლები მუშაობენ.

"ჩახერგილი ხეები და მცენარეები გამოიტანეს, იწმინდება ტერიტორია, რომ პრობლემა არ შეიქმნას,"- ამბობს ააიპის საზოგადებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, გიორგი მჟავანაძე.

მისივე ინფორმაციით, უქიმერიონის მუნიცპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.



Print