ახალი ამბები
ვაკისუბნის მოსახლეობა წყალს შეცვლილი გრაფიკით მიიღებს
FaceBook
ვაკისუბნის დასახლება სასმელ წყალს ნაცვლად დილის გრაფიკისა, საღამოს გრაფიკით მიიღებს.
ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ინფორმაციით, 15 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, მოსახლეობას წყალი საღამოს 5:00 საათიდან 10:00 საათამდე მიეწოდება. გრაფიკის ცვლილება ავანგარდის ტერიტორიაზე მიმდინარე გამრიცხველიანებას უკავშირდება.

ამ დრომდე ავანგარდის დასახლება წყალს დილის 8:00 საათიდან 13:00 საათამდე იღებდა.
Print