ახალი ამბები
"მოსახლეობა ქუჩაში ყრის ნაგავს" - დადიანის ქუჩის მცხოვრებლები ანტისანიტარიას უჩივიან
FaceBook
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მოსახლეობა იქ არსებულ ანტისანიტარიას აპროტესტებს. ადგილობრივი მცხოვრები დავით ჯანაშია ამბობს, რომ უკვე მეხუთე დღეა ნაგვის ურნები მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ დგას, რის გამოც, მოსახლეობა ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაში ყრის.

" სამი ნაგვის ურნა იდგა, უკვე მეხუთე დღეა აღარ არის არცერთი. უკვე საშინელი სური და ანტისანიტარიაა",  - ამბობს ჩვენთან საუბარში ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრები, დავით ჯანაშია.

დადიანის ქუჩა ვაკის უბნის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის, სადაც აცხადებენ, რომ ნაგვის ურნების გატანის მოთხოვნით დადიანის ქუჩა #55 მცხოვრებლებმა მათ განცხადებით მიმართეს, რომ ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან ნაგვის ურნების გატანა მომხდარიყო.

" ერთი წლის განმავლობაში სამჯერ შემოვიდა განცხადება, რომ ეს ნაგვის ურნები გატანილიყო ბინისგან მოშორებით, მოსახლეობა ამბობდა, რომ მათ აწუხებდათ უსიამოვნო სუნი, ჩვენ მათ განცხადება დავუკმაყოფილეთ და ბინისგან მოშორებით დაახლოებით 150 მეტრში მოხდა ნაგვის ურნების განთავსება. თუმცა, მოსახლეობის ნაწილმა ნაგვის დაყრა ქუჩაში დაიწყო",  -  განგვიმარტა  მერიის წარმომადგენელმა ვაკისუბანში, გიორგი მამასახლისმა.

მისი თქმით, აღნიშნული ანტისანიტარიის მოსაგვარებლად, ის  დადიანის ქუჩის #55 და მიმდებარე ბინების ამხანაგობის თავმჯდომარეებთან შეხვედრებს გამართავს.

"წარმოიქმნა ახალი პრობლემა მოსახლობამ ქუჩაში დაიწყო ნაგავის დაყრა, რა თქმა უნდა, ამ ნაგავს ჩვენ ახლა გავწმენდთ, მაგრამ აუცილებლად გავესაუბრები ბინის ამხანაგობის თავმჯდომარეებს, რომ მოხდეს მოსახლეობის გაფრთხილებაც, რომ  ნარჩენების დაყრა ისჯება კანონით",  - ამბობს გიორგი მამასახლისი.



Print