ახალი ამბები
ხარაგაულში ექვსი დღეა 28 წლის მამაკაცს ეძებენ
FaceBook
ხარაგაულში,  ექვსი დღის წინ, გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ამირან ბარბაქაძის ახლობლები თქმით, ის  სახლიდან ნასვამი  გავიდა და სავარაუდოდ, მდინარე დუმალაში გადავარდა, რადგან ქურთუკი,  რომელიც დაკარგულს ეცვა მდინარის ნაპირზე იპოვეს.

ადგილობრივები ამბობენ,რომ 9 იანვრის ღამეს მდინარე ადიდებული იყო. მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
Print