ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმას და თოვლს პროგონოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, ხოლო მაღალმთაში თოლია მოსალოდნელი.

"15 იანვარს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, წვიმა 16 იანვრის დილითაც შენარჩუნდება. თუმცა, ხვალ დღისით გამოიდარებს. უნალექო ამინდი 18 იანვრის ჩათვლით შენარჩუნდება", - ამბობს გარემოს ეროვნული საგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 18 იანვარს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 8-13 გრადუსამდე გათბება. თუმცა, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 იანვარს დაბლობში კვლავ წვიმა, ხოლო მთაში თოვლია მოსალოდნელი.

Print