ახალი ამბები
"ახლა შენ დაკიდე" - პრეზიდენტი წულაიას (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში დროშა ექიმებმა აღმართეს. 
დროშის აღმართვას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა. პრეზიდენტმა  ცერემონიის მონაწილეებთან ერთად, დროშა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრს გოგი წულაიას გადასცა.

"ახლა შენ დაკიდე", - ამ სიტყვებით მიაწოდა პრეზიდენტმა დროშა წუალაის. ვიდეო საქართველოს პრეზიდენტიის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.



გოგი წულაიამ ფრაზით "დროშა ვერ დაკიდეს" გასულ წელს ქუთაისში რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველოს დროშის აღმართვა გააპროტესდა, სადაც საქართველოს დროშა სხვა ქვეყნის დროშებთან შედარებით მცირე ზომის იყო.


ამავე თემაზე:

ქუთაისში სახელმწიფო დროშა ექიმებმა აღმართეს

რაგბის კავშირი: "აია არენაზე" საქართველოს მცირე ზომის დროშა გამოიცვლება

"ქუთაისი მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო დონის ჩემპიონატს რაგბში"
Print