ახალი ამბები
რას ჰყვებიან ქუთაისში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები
FaceBook
"ტაქსზე მუშაობდა, ორი მამკაცი მივიდა და უთხრა წყალტუბოში წაგვიყვანეო. ერთი წინ დაუჯდა, მეორე უკან  და ჯავახიშვილზე მდებარე პოლიცის შენობაში მიიყვანეს". 


ქუთაისში, ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ახლობლების განცხადებით, აბზიანიძე ნარკოლოგიურში მოტყუებით წაიყვანეს.
"შეხედეს, რომ ტაქსზე მუშაობდა, ორი მამკაცი მივიდა და უთხრა,  წყალტუბოში წაგვიყავანე და ჯავახიშვილზე მდებარე პოლიცის შენობაში მიიყვანეს. ასე უთქვამთ, თქვენზე დაგვირეკეს მოწეულში არის და უნდა შეგამოწმოთო. ერთი ტაბლეტის შემდეგ რომ არაფერი აღმოაჩნდა, კიდევ ორი მისცეს. სწორედ მაგ წამალმა მოკლა. ლევან აბზიანიძეს ღვიძლი აწუხებდა", - ჰყვება გარდაცვლილის დეიდაშვილი ზურაბ ფხაკაძე.
ლევან აბზიანიძის ახლობლები აცხადებენ, რომ შსს-ში იტყუებიან. ახლობლები არ ეთანხმებიან შსს-ს ინფორმაციას, რომ აბზიანიძისთვის სამი ტაბლეტი შარდმდენი არ მიუციათ.
"ის ისეთი კაცი იყო, ტყუილს არ იტყოდა. პოლიციიდან მოსვლის შემდეგ ნახევარ საათში გარდაიცვალა. სახლის წინ მდებარე სკვერში გავიდა და იქ ჩამოჯდა, მანამდე მოასწრო მოეყოლა რა მოხდა და იქვე დაამატა"მომკლეს ამ უბედურებამაო", ეს იყო მისი ბოლო სიტყვა. სასწრაფო რომ მოვიდა გარდაცვლილი იყო. ესაა ჩვენი პოლიცია, ადამიანი ტყუილად მოკლეს.  არასწორია, როცა ამბობენ, რომ ის ბაღში გარდაცვლილი იპოვეს. ყველა აქ იყო, ბიჭები,  როდესაც ის  ნარკოლოგიური შემოწმებიდან დაბრუნდა", - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობელები.
აბზიანიძის ახლობლების თქმით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარეს, რომლის პასუხი ერთ თვეში იქნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში განმარტავენ, რომ ქუთაისში, 56 წლის ლევან აბზიანიძის გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღძრულია.   
უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




Print