ახალი ამბები
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
FaceBook
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში სიმბოლურად ქართული დროშა აღიმართება.

სახელმწიფო სიმბოლოს–დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება ქუთაისში, მცხეთაში, კახეთში, გორსა და სენაკში.

ქუთაისში დროშას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში ექიმები აღმართავენ და ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ.

მცხეთაში, ბებრის ციხეზე დროშას ძალოსანი ლაშა ტალახაძე აღმართავს, სახელმწიფო ჰიმნს კი ანსამბლი "მცხეთა" შეასრულებს.

კახეთში სახელმწფიო დროშა უჯარმის ციხეზე აღიმართება, რაშიც მონაწილეობას მაშველები მიიღებენ.

ეროვნული ჰიმნის თანხლებით აღიმართება დროშა გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც სახელმწიფო სიმბოლოს იუნკერები აღმართავენ.

ცერემონია გაიმართება სენაკშიც, სადაც დროშას აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში პედაგოგები აღმართავენ.

დროშის დღის აღნიშვნა პრეზიდენტის სასახლიდან უკვე დაიწყო, სადაც გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშა ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.

Print