ახალი ამბები
ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე სამი დღე მოძრაობა აიკრძალება
FaceBook
2018 წლის 17-20 იანვარს ზესტაფონი ბაღდათის სავტომობილო გზის მეოთხე კილომეტრზე მოძრაობა აიკრძალება.
აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მეოთზე კმ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია განცხადებაში

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება  ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კმ-დან სოფ.სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზის დაკეტვის ადგილებში კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განთავსებული იქნება შესაბამისი საგზაო ნიშნები.
Print