ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები გამოაქვეყნეს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები საინფორმაციო დაფაზეა გამოკრული.
პირადი ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, სასწავლებლის კურპუსის დერეფნის კედელზეა განთავსებული. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში იმ პირთა მონაცემებია წარმოდგენილი, რომლებსაც სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი დროებით შეუჩერდათ.



ფაქტზე მოკვლევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა უკვე დაიწყო.

"პერსონალური ინფორმაციის დაცვის თანმშრომლებმა უკვე დაიწყეს აღნიშნული საკითხის მოკვლევა, რის შემდეგაც გადაწყდება არის თუ არა აღნიშნული შემთხვევა დარღვევა" - აცხადებენ პერსონალური მონაცემთა დაცვის აპარატში.

თავის მხრივ, მოკვლევა ასევე დაიწყეს სასწავლებელშიც.

"რატომ მოხდა პირადი ინფორმაციის გასაჯაროება ამაზე შესწავლის გარეშე ვერ გავაკეთებ კომენტარს. დავავალე იურიდილი სამსახურს, შეისწავლოს თუ გვაქვს დარღვევასთან საქმე და რატომ გახდა საჭირო პირადი ნომრების გამოქვეყნება, ამის შემდეგ გავაკეთებტ შეფასებას" , - განმრტავს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.

სასწავლებელში თუ რამდენ სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტიდან ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


Print