ახალი ამბები
სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახურის კონფლიქტის საქმეზე პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა. რის მიხედევითაც, ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესი, რომელიც დილით დაიწყო ამ წუთებში დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

საუბარია, 22 წლის დ. გ- ზე, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მეუღლეს ფიზიკური ძალადობის გამო 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა, სწორედ, ამ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვდა პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში.

დაზარალებული გოგონას განმარტებით, ყოფილი მეუღელე მას 3 იანვარს სახლში მიუვარდა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩემი ყოფილი მეუღლე ჩემზე ძალადობს. მას აქვს იარაღის რამდენიმე სახეობა, მათ შორის ავტომატი და მოვითხოვ მის დასჯას კანონის სრული ძალით, რათა მე და ჩემმა შვილმა შიშის გარეშე ცხოვრება შევძლოთ", - ამბობს დაზარალებული.

ამავე თემაზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
Print