ახალი ამბები
შსს ქუთაისში გარდაცვლილ მამაკაცზე: გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში განმარტავენ, რომ ქუთაისში, 56 წლის ლევან აბზიანიძის გარდაცვალების ფაქტზე  საქმე აღძრულია.
სამინიტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ლევან აბზიანიზე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ნამდვილად ჰყავდათ. თუმცა, შარდმდენი პრეპარატის მიღების ფაქტს არ ადასტურებენ.
"ნამდვილად გვყავდა ეს ადამიანი შემოწმოებაზე. მას არ დაუმტკიცდა ნარკოტიკული საშუალებების მიღება და გავათავისუფლეთ", - განმარატვენ შსს-ში.
აღნიშნულ უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გუშინ ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ სკვერში 56 წლის ლევან აბზიანიძე გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოლოგიური შემოწმების დროს შარდმდენი პრეპარატის ზედმეტი დოზით მიღება გახდა.
Print