ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ოჯახური კონფლიქტის საქმეს განიხილვას. საუბარია, 22 წლის დ. გ- ზე, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მეუღლეს ფიზიკური ძალადობის გამო 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა, სწორედ, ამ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს ამ წუთებში პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში. ბრალდების მხარე გირაოს პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.

დაზარალებული გოგონას განმარტებით, ყოფილი მეუღელე მას 3 იანვარს სახლში მიუვარდა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩემი ყოფილი მეუღლე ჩემზე ძალადობს. მას აქვს იარაღის რამდენიმე სახეობა, მათ შორის ავტომატი და მოვითხოვ მის დასჯას კანონის სრული ძალით, რათა მე და ჩემმა შვილმა შიშის გარეშე ცხოვრება შევძლოთ", - ამბობს დაზარალებული.

ამ წუთებში მიმდიდარე სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება.

შსს-ს ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა,  სასამართლომ ბრალდებული 3 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

Print