ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო,  ნაქერალას უხელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია  ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62  მონაკვეთზე,  ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გადაადგილება, ასევე, თავისუფალია ამავე გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.

ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა გუდაური-კობის მონაკვეთზე.
Print