ახალი ამბები
ქუთაისის სასაფლაოთა მეურნეობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ შპს "ქართულ ტრადიციებს", რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე საფლავების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
ამ თანამდებობაზე მერიის საბინაო სამსახურის ყოფილი უფროსი, კახა დალაქიშვილი დაინიშნა.
"ქართული ტრადიციების" ყოფილი უფროსი, გოჩა მარგველაშვილი ამიერიდან მოადგილის მოვალეობას შეასრულებს.
მარგველაშვილმა ქუთაისიპოსტს განუცხადა, რომ მან თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.
"დავწერე განაცხადება თანმადებობიდან წასვლის შესახებ. სულ დირექტორი ხომ არ ვიქნები აბა", - ამბობს მარგველაშვილი, რომელიც შპს "ქართული ტრადიციების" ხელმძღვანელად 2013 წელს დანიშნეს.

Print