ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში გასაუბრების შედეგად კანდიდატები 10 პოზიციაზე შეარჩიეს
FaceBook
ქუთაისის მერიაში სამსახურის,  განყოფილების უფროსების და სპეციალისტების პოზიციებზე კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის მიერ 18 კანდიდატის განაცხადი იყო შერჩეული. მათგან მერიაში დღეს  ექვსი კანდიდატი არ გამოცხადდა, შესაბამისად, კონკურსის ბოლო ეტაპი მხოლოდ 12-მა პრეტენდენტმა გაიარა.

გასაუბრებაზე არ გამოცხადდა საბინაო სამსახურის სპეციალისტის პოსტზე შერჩეული აპლიკანტი, რის გამოც ამ ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი განმეორებით ჩატარდება.

კონკურსის ბოლო ეტაპის, გასაუბრების შედეგად, 9 იანვარს  მერიაში კანდიდატები 10 პოზიციაზე შეირჩა. მერიის ინფორმაციით , ისინი პოსტებს რამდენიმე დღეში დაიკავებენ.

ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელეებისთვის კონკურსი რეორგანიზაციის ფარგლებში გამოაცხადა.
Print