ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ნოემბრიდან ვენაში ავიარეისები შესრულდება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავსტრიის მიმართულებით ახალ რეისი შესრულდება. ვენაში ახალი რეისები, 2018 წლის ნოემბრიდან შესრულდება. ფრენებს კომპანია ვიზეარი 15 ნომებრიდან განახორციელებს ბილეთების ფასი კი 53 ლარიდან დაიწყება. 

ფრენები კვირაში სამჯერ  სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ავიაკომპანია ვიზეარის ვებგვერდზე: www.wizzair.com

ქუთაისის საერთშორისო აეროპოტიდან კომპანია "ვიზეარმა" ახალი ფრენა ვროცალვის მიმართულებისთაც დაამატა. რომლის განხორციელებაც 2018 წლის მარტიდან დაიწყება.

ამ დროისთის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, ლონდონის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკას, სოფიას, ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავასა და კატოვიცეს მიმართულებით ხორციელდება.

"ვიზეარი" ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.

Print