ახალი ამბები
ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. ფაქტის შესახებ ერთ-ერთი ოჯახისთვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი. დღეს ორივე გარდაცვლილს ასაფლავებენ, ცხედრები ოჯახებმა რამდენიმე საათის წინ გაცვალეს.

შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოხდა. მეორე გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

,,ხუთი დღე სხვის მიცვალებულს ტიროდა ოჯახი. გამოყვანის დროს შვილს კი შეეპარა ეჭვი, მაგრამ იფიქრა, რომ ავადმყოფობის მერე შეეცვალა სახე მიცალებულს. რას წარმოიდგენდა თუ ეს მოხდებოდა. სახელი და გვარიც მიწერილი ჰქონდა. ეს იყო საავადმყოფოს შეცდომა"-  განმარტავს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი.
Print