ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ცეკვისთვის დახარჯული 72 190 ლარი
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ცეკვის გაკვეთილებზე ქორეოგრაფებისთვის შვიდ თვეში 72 190 ლარი გაიცა. გაერთიანების ბიუჯეტიდან თანხები 44 პედაგოგზე გადანაწილდა. თითოეულ მათგანს ხელფასისს სახით თვეში 250 ლარი ერგოთ.

აღსაზრდელებს ბაღებში ცეკვის გაკვეთილები კვირაში სამჯერ 2016 წლიდან უტარდებოდათ. გასული წლის ივნისში კი, დროებით შეჩერდა, ხოლო გაერთიანების ახალი უფროსის დანიშვის შემდეგ სასწავლო პროგრამიდან  ცეკვის გაკვეთილები ამოიღეს. 

"საბავშვო ბაღებში ცეკვის პედაგოგების დამატებას მე თავიდანვე, როდესაც საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, არ ვეთანხმებოდი. ქართულ ცეკვას მე არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ბავშვის ორგანიზმი ასეთ ასაკში ძალიან მყიფეა და მათთვის მნიშვნელოვანია მეტყველების და სიარულის, ვიდრე სწორ ხაზზე ცეკვა. ახლა ბაღებში ისეთი სიტუაცია არ გვაქვს რომ გვეცეკვებოდეს", - განმარტა გაერთიანების ახალმა უფროსმა, დავით წიტაიშვილმა.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ 2016 წელს ქორეოგრაფიის გაკვეთილების ჩატარების სურვილი მშობლებმა გამოთქვეს.

" ამ სურვილს მხარი დაუჭირა ადგილობრივმა ხელისუფლებამ", - განმარტავენ ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიენებაში".

დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ  თანხა რომლითაც ხდებოდა ქორეოგრაფებისთვის ხელაფესბის გადახდა, ამით ბაღებში მეოთხედ კვებას ( 12:00 საათზე)
დაამატებს, რაც, წიტაიშვილის თქმით, ეს უფრო მნიშვნელოვანია აღსაზრდელებისთვის.


ამავე თემაზე:

"ახლა ბაღებში ისეთი სიტუაცია არ გვაქვს, რომ გვეცეკვებოდეს" - ბაღებში ცეკვის გაკვეთლები უქმდება

ბავშვებისთვის წართმეული ცეკვის გაკვეთილები
Print