ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე გათბება.  თუმცა,  საღამოს საათებში წვიმაა მოსალოდნელი.

"9 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი 6-12 გრადუსამდე გათბება. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 11 იანვარს გამოიდარებს.  თუმცა,  12 იანვრიდან ისევ  არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. 

Print