ახალი ამბები
ქუთაისში 17 კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის 716 092 ლარი გამოიყო
FaceBook
ქუთაისის მერია 17 ობიექტის ფასადის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 716 092 ლარის დახარჯვას გეგმავს. 17-ვე ობიექტი, რომლის ფასადის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს (№ 9, #11, #13, #27, #31, #35, #37, #39, #41, #43, #22, #24, #40, #46,#48,# 50, #52). სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 16 ივნისს გამოაცხადა, სადაც დაინტერესებული პირების მიერ წინადადების მიღება 23 ივნისიდან 25 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.
ტენდერის გზით გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ 716 092 ლარის სანაცლოდ 17 ობიექტის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე უნდა განახორციელოს.
Print