ახალი ამბები
შობის მახარობლები ქუთაისის ქუჩებში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ქუჩებში საშობაო ალილოს მსვლელობა დაიწყო.

საზეიმო მსვლელობაში ქუთაის-გაენათის ეპარქიის წარმომადგენლები და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, რომლებიც საშობა საგალობლებს ასრულებენ.

ტკილეულით ხელში ალილოს მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან და მოსახლეობას უფლის შობას მიულოცავენ.

საშობაო მსვლელობა ქუთაისის ქუჩებში მთელი დღის განავლობაში გაგრძელდება. მსვლელობის მონაწილეები შეგროვებულ ტკილეულსა და საჩუქრებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, მადლირების სახლის ბენეფიციარებსა და დღის ცენტრებს გადასცემენ.

7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო უფლის შობას აღნიშნავს.   





Print
თეგები: #შობა #ალილო