ახალი ამბები
"ის მაინც არსებობს" - საახალწლო სიურპრიზი 36 ბავშვს
FaceBook
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ ხუთშვილიან ოჯახს სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" საახალწლო საჩუქრები მიუტანა.

საქველმოქმედო აქცია ღონისძიების "ის მაინც არსებობს" ფარგლებში განხორციელდა.

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხორები რიფსიმე გევორქიანის 5 მცირეწლოვან შვილს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სათამაშოები გადასცეს.

მათ გარდა, "თაობათა დიალოგი" 9 ოჯახს ესტუმრა და წინასაახალწლო სიურპრიზი სულ 36 ბავშვს გაუკეთა.

ჩვენთან საუბარში გევორქიანების მცირეწლოვანი ბავშვები ამბობდნენ, რომ მათ თოვლის ბაბუისგან საჩუქარი არასდროს მიუღიათ. 14 წლის ანამარიას ტელეფონი და საბავშვო კოსმეტიკა სურდა, ლუკას სათამაშო მანქანა და შოკოლადები, ნიკას ფეხბურთის ბურთი, სამი წლის გიორგის სათამაშო ვერტმფრენი, სათამაშო მანქანა და შოკოლადები.

სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილები, ასევე ქუთაისის საკრებულომ აასრულა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ პატარებს ტკბილეული და სათამაშოები, ოჯახს კი დამატებით სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტები გადასცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის გარდა მოზარდების ნატვრა, კომპანია "ბარამბომაც" შეასრულა და მათ შოკოლადები მიუტანა.



Print