ახალი ამბები
ქუთაისში ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
FaceBook
აქციის მონაწილეებმა დაკითხვაზე დაბარებულ ზურაბ გურიელიძეს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში მერიის წინ გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მას ათობით ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები გამოეხმაურა. აქციის მონაწილეებმა დაკითხვაზე დაბარებულ გურიელიძეს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.მათ აღნიშნეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და იგი არ უნდა ეძებდეს განტევების ვაცს.
მითუმეტეს იმის ფონზე, რომ 16 ივნისს ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მკაფიო განცხადება გაკეთდა სამი მტაცებლის დაკარგვის თაობაზე.
"მიმაჩნია, რომ ზურაბ გირიელიძეს არ უნდა დაეკისროს ის პასუხისმგებლობა, რასაც აკისრებენ. როგორც თავად განაცხადა, ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია მიეწოდებოდა თავად მას. ზუსტად ამის გამო მოხდა არასწორი ინფორმაციის გაჟღერება. თავად ეს ადამიანია მსხვერპლი ამ სტიქიის და არ მგონია რომ მთავრობამ მას უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა" , - აღნიშნა აქციის მონაწილე მარიტა ტყეშელაშვილმა.
ზოოპარკის დირექტორი და სხვა თანამშრომლები პროკურატურაში დღეს დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც დღეს თბილიში, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი 40 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარის გამო, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საქმის გამოძიება დაავალა.
გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო.
მთავრობის ინფორმაციით, მათ ზოოპარკის ადმინტრაციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზოოპარკის მიღმა არც ერთი მტაცებელი არ იმყოფებოდა.

Print