ახალი ამბები
7 იანვარს ქუთაისში საშობაო მსვლელობა გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, მიმდინარე წლის 7 იანვარს საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება.

ალილოს მონაწილეები 12:00 საათზე ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მომლოცველები, ცენტრალური მოედნის გავლით, მწვანე ბაზრის და წითელი ხიდისკენ გაემართებიან.

"მსვლელობა გაგრძლედება მთელი დღის განმავლობაში, ნობათები შეგროვდება და ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ალილოს მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირისკენაც გაემართებიან.

მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმართველობის, ქუთათელ-გაენათის ეპარქიის წარმომადგენლები და სამუსიკო ანსამბლის წევრები.

მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, მადლიერების სახლისა და დღის ცენტრების ბენეფიციარებს გადაეცემათ.



Print