ახალი ამბები
ქუთაისში, პალმა, რომელიც წყლის დაზიანებული მილის გამო ამოთხარეს, დარგეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, პალმა, რომელიც წყლის დაზიანებული მილის გამო ამოთხრეს, ისევ ჩარგეს. ადგილზე მყოფი მუშები განმარტავენ,   მილის პრობლემა აღმოფხვრილია.
"ხოლო, რაც შეეხება, პალმას ის უკვე ჩავრგეთ და სპეციალური სასუქით ჩავყარეთ", - განგვიმარტეს ადგილზე მყოფებმა.



პალმების ხეივანი აღმაშენებლის გამზირზეა. ერთი ძირი პალმა  წყლის დაზიანებული მილის გამო, 4 იანვარს ამოთხარეს. 

წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ტურძელაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ აღმაშენებლის გამზირზე წყლის მილი ორ ადგილზე შეკეთდა. პალმის ამოთხრა კი ქალაქის გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით მოხდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში სასმელი წყლის დაზიანებული მილის გამო პალმა ამოთხარეს


ავტორი : ბაქარ ლიკლიკაძე
Print