ახალი ამბები
ქუთაისის მერიის განცხადება კაფე "არგოსთან" დაკავშირებით
FaceBook
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია გოქაძის  მოწოდებას პასუხობენ.

"კაფე-ბარ  "არგოს" მშენებლობაზე  ადგიობრივი თვითმმართველობის ყოფილი ხელმძღვანელობის პირობებშია გაცემული ნებართვა. ზედამხედველობის სამსახური, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, მაქსიმალურად გააკონტროლებს ქალაქში მიმდინარე ყველა მშენებლობას და თუ რაიმე სახის დარღვევა იქნება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იმ შემთხვევაში თუ კაფე-ბარი "არგო" პროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევითაა აშენებული, რა თქმა უნდა, ისე როგორც სხვა ობიექტები, ისიც მოექცევა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყურადღების ქვეშ," - აცხადებენ  მერიის ზედამხედველობის სამსახურში. 

არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დღეს ქალქის მერს, გიორგი ჭიღვარიას მოუწოდა დაინეტრესდეს  გასული წლის ერთ-ერთი გახმაურებული ობიექტის მშენებლობის კანონიერებით. საუბარია, რიონისპირას მდებარე კაფე "არგოზე", რომელიც თვის ბოლოს გაიხსნება.  

ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტრიტორიაზე "არგოს" მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სამეფო რეზიდენციის მიმდებარედ კაფის მშენებლობას მაშინ საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ადგილი, სადაც "არგო" აშენდა, ქუთაისის მერიამ შპს "ანასტასიას" 2016 წელს, სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაში გაუცვალა, სადაც "ანასტასია" სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა.

ქალაქის ცენტრში 417 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცლოდ, შპს "ანასტასიამ" 300კვ.მ ფართი მიიღო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6 600 ლარი უნდა გადაიხადოს.

მშენებლობის უკან იმთავითვე მოიაზრებოდა მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ახალი საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ლატარია.

რამდენიმე დღეში "არგოს" გახსნას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, გია გოქაძე, რომელიც სამეფო რეზიდენციაში კაფეს მშენებლობის წინააღმდეგი იყო. გია გოქაძემ ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიას მოუწოდა გადახედოს "არგოს" მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერებას.


ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო


ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს

როგორი იქნება კაფე-ბარი "არგო" (ფოტორეპორტაჟი)

კაფე "არგო" იანვრის ბოლოს გაიხსნება
Print