ახალი ამბები
საჩხერის საფეხბურთო კლუბი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
FaceBook
საჩხერის  საფეხბურთო კლუბი "ჩიხურა" ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა.
დიმიტრი ტატანაშვილმა და  თორნიკე გორგიაშვილმა კონტრაქტი უკვე გააფორმეს თბილისის "საბურთალოსთან". თბილისურ საფეხბურთო კლუბში გადავიდა გიორგი ივანიშვილიც, მან კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" გააფორმა. ხოლო, გიორგი კორიფაძე  გორის "დილაში" ითამაშებს.

ტატანაშვილი და ივანიშვილი საჩხერის "ჩიხურაში" 2016 წლის პირველი იანვრიდან თამაშობდნენ. ასევე, 2016 წლიდან საჩხერულ კლუბში ირიცხებოდა გორგიაშვილი. რაც შეხეება, სარდალიშვილს ის "ჩიხურას" მაისურით 2015 წლის პირველი იანვრიდან თამაშობდა. კორიფაძე ყველსაზე სტაჟიანია, ის "ჩიხურას" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა.


"ჩიხურას" გარდა,  საფეხბუთო კლუბები დატოვეს "ტორპედოს" და "სამტრედიის" ფეხბურთელებმაც. 

ამავე თემაზე:

"ტორპედო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა



ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

Print