ახალი ამბები
ქუთაისში სასმელი წყლის დაზიანებული მილის გამო პალმა ამოთხარეს
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე პალმა ამოთხარეს.

მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მისი ამოთხრა წყლის მილის გამო გახდა საჭირო, რომელსაც ორი დღე სჭირდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი პალმას ისევ ჩარგავენ.

წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ტურძელაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ აღმაშენებლის გამზირზე წყლის მილი ორ ადგილზე შეკეთდა. პალმის ამოთხრა კი ქალაქის გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით მოხდა.

"პრესტიჟის საქმეა, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე წყალი არ იღვრებოდეს. ვსარგებლობთ იმ გრაფიკით, როცა მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება, რადგან კიდევ არის წყლის ფარული ღვრა. შევამოწმებთ ყველა დაზიანებულ უბანს და რა თქმა უნდა, პალმა არ დაზარალდება, რადგან ძვირადღირებული მცენარეა," - აცხადებს ირაკლი ტურძელაძე.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთავანე აღმაშენებლის ქუჩაზე გზის საფარი მთლიანად აღდგება.


Print