ახალი ამბები
სოლიდარობა ზურაბ გურიელიძეს - დღეს ქუთაისში მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
FaceBook
ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად დღეს აქცია ქუთაისშიც გაიმართება.

აქცია რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში დაიგემა. აქციის მონაწილეები დაკითხვაზე დაბარებულ გურიელიძეს სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
აქცია დღეს, ქუთაისის მერიის წინ, 21 საათზე გაიმართება.
ზოოპარკის დირექტორი და სხვა თანამშრომლები პროკურატურაში დღეს დაკითხვაზე მას შემდგე დაიბარეს, რაც დღეს თბილიში, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი 40 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარის გამო, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საქმის გამოძიება დაავალა.
გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო.
მთავრობის ინფორმაციით, მათ ზოოპარკის ადმინტრაციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზოოპარკის მიღმა არც ერთი მტაცებელი არ იმყოფებოდა. 
ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია დღეს თბილისში, კანცელარიასთან 19 საათზე დაიგეგმა.
Print