ახალი ამბები
ქუთაისელმა მოსწავლეებმა ქუჩაში ზვიად რატიანისა და სხვა პოეტების ფურცლებზე ამობეჭდილი ლექსები დაარიგეს
FaceBook
არტკლუბის Carpe Diem-ის წევრმა ბავშვებმა და პედაგოგმა ქუჩაში პოეტების ზვიად რატიანის, ნიკო სამადაშვილისა და შოთა ჩანტლაძის ფურცლებზე ამობეჭდილი ლექსები დაარიგეს.

კლუბი მსგავს, ქუჩის აქციეს, თანამედროვე პოეზიის პოპულარიზაციის მიზნით აკეთებს.

"კლასიკოს ავტორებთან ერთად, ბავშვებს ვაცნობთ ნიჭიერ და ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ პოეტებს. პირველ რიგში თანამედროვე ავტორებს. ორ-ორ ან სამ-სამ ავტორს ვარჩევთ. მათი ლექსების ფურცლებზე ამობეჭდილ ვერსიებს ვარიგებთ. როდესაც ზვიად რატიანის შემთხვევა მოხდა, გადავწყვიტეთ სწორედ მისი ლექსები დაგვერიგებინა", აღნიშნა კლუბის ხელმძღვანელმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა ფრუიძემ.

ბავშვებმა ქუჩაში ლექსები პოლიცილებსაც გადასცეს.

"მე მიყვარს პოეზია და დასანანია, ასეთი რამ რომ მოხდა" - თქვაერთ-ერთმა პოლიციელმა, როდესაც მას მოსწავლეებმა საჩუქრად ზვიად რატიანის ლექსი გადასცეს.

კლუბი აფხაზეთის N5 საჯაროსკოლისმოსწავლეებისინიციატივითჩამოყალიბდა.'

"ჩვენი საქმიანობა საინტერესო დ ასახალისოა, ვეცნობით ქართველ და უცხოელ მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებსა დ აკინოხელოვანებს, ვუყურებთ ფილმებს, ვიწვევთ შემოქმედ ადამიანებს.ვკითხულობთ, ვუსმენთ, ვხედავთ, ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ვაანალიზებთ", - ამბობს ლელა ფრუიძე.

Print