ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისი საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო გადაიდო
FaceBook
ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც რეისი სოფიაში დაჯდა. შესაბამისად, ფრენა გადაიდო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტშიც, საიდანაც მგზავრები სალონიკის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ.

"დღეს 30 დეკემბერს, ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი W66401  ქუთაისი - კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები", - ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, დეტალურ ინფომაციას რეისების და განრიგში ცვლილებების შესახებ მიიღებთ ჩვენი საინფორმაციოს საშუალებით: 0431 23 70 00; 0431 23 70 01



Print