ახალი ამბები
შოკოლადები, ბურთი და სხვა - ბავშვების საახალწლოდ ახდენილი სურვილები (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომლებსაც საახალწლოდ ტკბილეულები სურდათ საკრებულომ მათი სურვილები აასრულა. ადგილობრივი თვითმმართველობის გარდა მოზარდების ნატვრა, კომპანია "ბარამბომაც" შეასრულა და მათ შოკოლადები მიუტანა.

საახალწლო სურვილების შესახებ ბავშვებმა ქუთაისიპოსტთან ისაუბრეს. 14 წლის ანამარიას ტელეფონი და საბავშვო კოსმეტიკა სურდა, ლუკას სათამაშო მანქანა და შოკოლადები, ნიკას ფეხბურთის ბურთი, სამი წლის გიორგის სათამაშო ვერტმფრენი, სათამაშო მანქანა და შოკოლადები. ხუთი მცირეწლოვანი შვილის დედა საწოლზე, თბილ გადასაფარებლებზე და ლეიბზე ოცნებობდა.





ქუთაისის საკრებულომ ამ ოჯახს ყველა სურვილი აუსრულა და დამატებით სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებიც გადასცა. 



რიფსიმე მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. რიფსიმეს თქმით, ახალი წლისთვის მათ პროდუქტების ყიდვის შესაძლებლობაც არ  ქონდათ.


ამავე თემაზე:

"ზოგჯერ ბავშვები დაჩოქილები ჭამენ" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)

შოკოლადი, ფეხბურთის ბურთი - სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილები (ვიდეო)
Print