ახალი ამბები
ორგანიზაციამ "სტუდენტები ენერგოეფექტურობისთვის" 2017 წლის პროექტები შეაჯამა
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციამ "სტუდენტები ენერგოეფექტურობისთვის" 2017 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

"ჩვენი ყურადღება, ძირითადად, მიმართულია ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით, რადგან საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. შევეცადეთ 2017 წელს გაგვეზარდა საზოგადოების ცნობიერება და მოგვეხდინა მათი მეტი ინფორმირება", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე,  ირაკლი ფურცელაძე.

"სტუდენტები ენერგოეფექტურობისთვის" ახორციელებდა პროექტს პროგრამა CLEEN-ის (სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ენერგოეფექტურობის ქსელის შექმნა) ფარგლებში რაც ითვალისწინებს მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ადგილობრივი დონეზე ენერგოეფექტური მიდგომების დამკვიდრების ხელშეწყობით.

აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ბაღდათის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ქუთაისის ბაგა-ბაღის აღმზრდელებთან. .

მიმდინარე წელს ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საზაფხულო ბანაკი “METS CAMP” სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანიც იყო სამეცნიერო საგნების და პროფესიების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
ასევე, გასულ წელს გასცა მინი-გრანტი, რომლითაც ქუთაისის #1 საბავშო ბაღის შენობის ენერგოაუდიტი განხორციელდა. ენერგოაუდიტის საბოლოო შედეგები კი 2018 წლის იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.





Print