ახალი ამბები
ქუთაისელი მამაკაცი ესპანეთში მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისელი 43 წლამდე მაამაკაცი ესპანეთში მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ ბარსელონაში მოხდა. ავთანდილ დვალის ოჯახი თაბუკაშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

იგი მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო სამუშაოდ ესპანეთში სამი წლის წინ წავიდა.

"გვყავს პატარა შვილი, ოჯახში ერთადერთი შემომტანი ის იყო", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე სოფო გაბეშია.

ავთანდილ დვალის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მეუღლის თქმით, ცხედარი ამ დრომდე მორგშია და საკონსულო გადმოსვენებაზე უარს ამბობს.

"გვითხრეს, რომ სხეული წამალს ვერ იღებს, ბალზამირება ვერ მოხერხდა და ამის გამო ვერ გადმოასვენებენ. ვის მივმართოთ აღარ ვიცი. მინდა, რომ შვილს მამის საფლავი ჰქონდეს. მეტს არაფერს ვითხოვ. სამი წელი მუშაობდა ესპანეთში, რა მოხდა დეტალურად არაფერი ვიცი. მატარებელს ვერ გადაასწრო ლიანდაგზეო", - ამბობს სოფო გაბეშია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ უწყება მათ ცხედრის გადმოსვენების საქმეში დახმარებას გაუწევს.
Print