ახალი ამბები
ქუთაისის მერია მარტოხელა დედებს დაეხმარება
FaceBook
ქუთაისის მერია 2018 წლიდან სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედებს დაეხმარება.

ამის შესახებ ჩვენთან საუბარში მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ განმარტა. მისი თქმით, მარტოხელა დედებისთვის  დახმარების განსაზღვრა მომავალი წლის მთავარ ფინანურ დოკუმენტში  პროგრამის სახით იქნება განსაზღვრული. 

"პროექტს ვამზადებთ და იანვარში ბიუჯეტის დამტკიცების დროს უკვე გამზადებულ პროგრამას მივაწვდით განხილვისთვის მერიას. ვთვლით, რომ ამ ადამიანებს დახმარება ნამდვილად ესჭიროებათ," - ამბობს ჩიჯავაძე.

მისივე თქმით, მარტოხელა მშობლები ხშირად მიდიოდნენ დახმარებისთვის მერიის სოციალურ სამსახურში.

ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ინფორმაციის ქუთაისში 55 მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოში, სერვისების განვითარების სააგენტომ, 2015 წლიდან ამ დრომდე მარტოხელა მშობლის სტატუსი 1 259 პირს მიანიჭა.

ამ დროისთვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში რაიმე სახის ფინანსური დახმარების გაწევა გათვალისწინებული არაა.

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტში განმარტავენ, ეს საკითხი სამართლებერივად არის მოსაწესრიგებელი.  



ამავე თემაზე:

მარტოხელა დედა - „დედის კულტისა“ და კონკრეტული სოციალური პროგრამების მიღმა


მარტოხელა დედის სტატუსი შეღავათების გარეშე (ვიდეო)





Print