ახალი ამბები
"იბერიის ვარსკვლავი" - გამოიკვეთა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გარდაცვლილების მხრიდან
FaceBook
"იბერიის ვარსკვლავში" მშენებლობაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, უსაფრთოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.

კომპანიის დირექტორის, ელენე ანდრიაძის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გარდაცვლილი მუშების მხრიდან გამოიკვეთა.

"ყველა დასაქმებული გაფრთიხლებული იყო არ ესარგებლათ ბაგირით. ადგილზე არის კიდეც შესაბამისი ინფორმაცია გამოკრული," - აცხადებს ელენე ანდრიაძე.

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც კომპანია "იბერიის ვარსკვლავი" აშენებს, ორი მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, უბედური შემთხვევა ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.



ამავე თემაზე: 




Print