ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახური გაუქმდა
FaceBook
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და  ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა. 

სამსახურს კულტურისა და სპორტის განყოფილებები გამოეყო დ კულტურულ და სპორტულ ააიპ დაწესებულებებს შეუერთდა.

ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის განყოფილებები კი მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს დაექვემდებარება. 

ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, ცვლილების შედეგად  განყოფილებები  უფრო ეფექტური და მოქნილი გახდება. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეუქმებია ეს სამსახური და ცალკე გამოგვეყო კულტურისა და სპორტის განყოფილებები. ერთი ის, რომ ისინი უფრო
ეფექტურად იმუშავებენ და მეორეც, აღარ მოხდება ორმაგად ხელფასის გადახდა იმ თანმშრომლებისთვის, რომლებიც ერთნაირ ფუნქციებს ასრულებდნენ",-განაცხადა ჭიღვარიამ. 

რეორგანიზაციის ფარგლებში ასევე, ორად გაიყო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. ჭიღვარიას თქმით, არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი მშენებლობაზე ნებართვას გასცემდეს და თვითონვე ახდენდეს მის ზედამხედველობას. 

რეორგანიზაციის ფარგლებში ქუთაისის მერიაში კვლავ ცხრა სამსახური იქნება.
Print