ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრი ქველმოქმედების მსრუველებს დარბაზს უსასყიდლოდ დაუთმობს
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრი სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების მსურველებს დარბაზს უსასყიდლოდ დაუთმობს.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განაგრძობს საქველმოქმედო საქმიანობას.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინე ლომინაძის გადაწყვეტილებით, თეატრის დარბაზი უსასყიდლოდ დაეთმობა იმ ორგანიზაციებს თუ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც ღონისძიების გამართვის შემთხვევაში შემოსულ თანხას სრულად გადარიცხავს თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
Print