ახალი ამბები
"პრემიები ჩვენ არ გამოგვიწერია, დაგვხვდა" - ზესტაფონის საკრებულოში საახალწლო პრემია გაიცა
FaceBook
ზესტაფონის საკრებულოში საახალწლოდ 18 თანაშრომელზე პრემია გაიცა.

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა. გიგა გაბრიჭიძის თქმით, ბრძანება 21 დეკემბერს დაიწერა, რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარე აწერს. მისივე განმარტებით, პრემია ძირითადად საკრებულოს თანამდებობის პირებზე და კომისიის თავმჯდომარეებზე გაიცა. ყველაზე დიდი ოდენობის პრემია საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ გამოიწერა 2650 ლარის ოდენობით.

ზესტაფონის საკრებულოში განმარტევენ, რომ პრემიებს ქველმოქმედების მიზნით გამოიყენებენ.

"პრემიები ჩვენ არ გამოგვიწერია, დაგვხვდა წინა საკრებულოდან წელიწადში ორჯერ. ეს ბიუჯეტში არის ასახული და რომ არ გამოგვეყენებინა, ვერაფერს სხვა სახელს ვერ დავარქმევდით. ჩაფიქრებული გვაქვს საქველმოქმედოდ გამოვიყენოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს", - აცხადებს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თეიმურაზ საყვარელიძე.


Print